MINIBOSS ზუგდიდში


ზუგდიდში, პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე  გაიხსნა ბიზნესსკოლა MINIBOSS, სადაც კვირაში ერთხელ, მოსწავლეებს 6 – დან 15 წლამდე, ასწავლიან ეკონომიკის ანბანს. ეს არის ბრიტანული პროექტი, რომელიც უკვე ხორციელდება საქართველოშიც-თბილისში და ზუგდიდში.

პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭის განვითარებას -აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონთ და ამით ჰქონდეთ ფინანსური შემოსავალიც.

სკოლაში სწავლა ფასიანია.