Irma,s Garden inn კოსტავაზე, ქორქიებთან…


  • ირმა გულუა, მეუღლესთან დავით ქორქიასთან ერთად, ქალაქის ცენტრში Irma,s Gardenin-ის მეპატრონეა. მომცრო ეზოში, 50-ზე მეტი მცენარე “იცინის” და ხარობს. პროფესიით ჩაის მრეწველობის ტექნოლოგია ირმა. ამბობს, არჩევანში შევცდიო-მშვენიერი დეკორატორი და მებაღე ვიქნებოდიო.

ისეთი წალკოტი შექმნა ქალაქის ცენტრში, ერთხელ ნანახზე, მეორეჯერაც მოგინდებათ სტუმრობა. შენ ფიქრობ რომ ნაძვი, უბრალოდ ნაძვია? ყვავილი, რომელიც მოგეწონა, უბრალოდ, კარგი ყვავილია? არა, უბრალო ნაძვი არაა, არც უბრალო ყვავილი, ყველას ისტორია აქვს, ბიოგრაფია, ბევრი სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა თავისი ხასიათით, თავისი “ბილეთებით”. ბევრმა “წითელ ბარათიანი” ჩემოდნით გადმოლახა საზღვარი.

ბაღის თაღზე კლემატისი გესალმებათ-მულტი ბლუ და მარმიეტალელი ვარდი

ირმა ენაწყლიანი მოსაუბრეა. გასწავლის როგორ მოუარო, როგორ გაანოყიერო, როგორ “დააპურო” მცენარე და მიწა. ფლორის კოქტეილების საიდუმლოსაც უშურველად გასცემს, “კომპოსტები” უნდა მოამზადოთო სახლში. მეტიც, დააყოლებს, შეიძლება ბიზნესადაც აქციოთო ეს საქმე-რადგან ყვავილნარისთვის, ქოთნის ყავილებისთვის ჯანმრთელ სასუქზე დიდი მოთხოვნაა.

ფინიკის პალმის სხეულს სხვადასხვა სახის გვიმრები ამშვენებენ

წლების წინ, პანდემიამდე, ირმას და დათოს საოჯახო სასტუმრო ჰქონდათ-მაღალი რეიტინგით ბუქინგზე. განსაკუთრებით გერმანელებს მოსწონდათ მისი მწვანე ეზო, შეეძლოთ მთელი დღე დამსხდარიყვნენ და სიჩუმეში, ან ეკითხათ ან ეწერათ. პანდემიის შემდეგ, სასტუმრო დროებით დახურა ოჯახმა. ცოლ-ქმარი, და როგორც ჩასნ, უფრო ირმა დიდ შრომას დებს ბაღის გალამაზებაში. ირმას გარდენიიდან მცენარეები ხშირად ინაცვლებ სხვა ოჯახებში, ორგანიზაციებში. ერთი სიტყვით, მოსალოდნელია, ქორქიების ოჯახისთვის, ეს ლამაზი ეზო ბიზნესსტარტაპი შეიძლება გახდეს.

წითელი ტუხტი, თეთრი ჰორტენზიები, ვერცხლისფერი ნაძვი აუცილებლად მოგხიბლავთ.
შორი გზიდან მოსული “ბუგენვილია” ირმას გარდენიის მშვენებაა და ბევრი მნახველის ოცნება. ის ყველა სეზონზე ულამაზესია.
დათო და ირმა სასიამოვნო მასპინძლები არიან-ერთნაირად კრეატიულები, ერთნაირად ფლორისა და ფაუნის მოყვარულები.

“ზუგდიდელებმა” Irma,s Gardenin-ში რამდენიმე ფოტოთი შეგახედათ. თუ დაინტერესდით გამოგვყევით ჩვენს გვერდზე ფეისბუქში, სადაც ძალიან საინტერესო ფოტორეპორტაჟს იხილავთ ქორქიების მწვანე ეზოდან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!