ანაკლიის მომავლის ბანაკი ახალგაზრდებს 1 ივლისიდან უმასპინძლებს


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად ანაკლიის მომავლის ბანაკში მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო და ბანაკის „ლიდერებს” შეხვდა, რომელთა გადამზადებაც მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციიით, ანაკლიის მომავლის ბანაკი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს 1 ივლისიდან 13 სექტემბრამდე უმასპინძლებს. ანაკლიის ბანაკში წელს 10 ნაკადი დაისვენებს საუბარია – 2400 ახალგაზრდაზე.

ბანაკში ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი აქტივობების პროგრამაა შემუშავებული.

პროექტს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდული სააგენტო ახორციელებს.


კომენტარი

  1. ლიზი

    როგორ უნდა ჩავერთო ბანაკში?რა ღირს?რამფენ ხნიანია?რა ასაკიდან შეიძლება?

  2. ანი

    როგორ მოვხვდეთ ბანაკში? ვარ 16 წლის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 − 12 =

Akismet ანტისპამი