ალექსანდრეს საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება


  • 6 წლის ალექსანდრე კოშაძეს საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება. ბავშვის დედა საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს:

“ალექსანდრემ უკვე გაიარა მკურნალობისა და გამოკვლევების ორი ძალიან რთული ეტაპი სტამბოლში.

ეს გზა ჩვენთვის მარტივი არ ყოფილა… იყო შიში, ტკივილი, ცრემლები… მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად იყო იმედი და რწმენაც.

უკვე ვიწყებთ მზადებას მესამე ეტაპისთვის…

და გულით მჯერა – ალექსანდრე სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდება საქართველოში.

ის უბრალოდ ბავშვია…

ბავშვი, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპს უნდა შეუდგეს – სკოლაში წასვლა, თამაში, სიცილი და ბედნიერი ბავშვობა…

ჩვენ ორი ურთულესი ეტაპი უკვე გავიარეთ…

წინ კიდევ რთული გზა გველის…

მაგრამ არც ერთი წამით არ ვნებდებით.

გვჯერა უფლის…

გვჯერა თქვენი სიკეთის…

და გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ ალექსანდრეს ჯანმრთელობას.

უმორჩილესად გთხოვთ:

დაგვიდგეთ გვერდში. დაგვეხმარეთ, ვისაც შეგიძლიათ და თუ ვერ ახერხებთ – გთხოვთ, გააზიარეთ… ესეც ძალიან დიდი დახმარებაა.

დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

თიბისი- #GE56TB7061245064300046

საქართველო- #GE27BG0000000142717200

მიმღები: დედა-მეგი ხასაია

მადლობა თითოეულ თქვენგანს…

თქვენი სიკეთე ჩვენთვის იმედია…

და ალექსანდრესთვის – მომავალი.

უფალმა დაგლოცოთ და შეგიწიროთ თითოეული კეთილი საქმე.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × 2 =

Akismet ანტისპამი