„პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“


დღეს, რეაბილიტაციისა და განვითარების საქვოლმოქმედო ცენტრმა „თანაზიარმა“ პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში,  მოქალაქეების მიერ მომზადებული პეტიციის საჯარო განხილვა გამართა.

 პეტიციის პირველი საკითხი ეხებოდა ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის საკითხის გადაწყვეტას,  პეტიციის მეორე საკითხი გახლდათ ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დადიანების ქუჩაზე გიგა ოთხოზორიას სახელობის პარკის  მოწყობა,  მესამე კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილების მოწყობას.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა „თანაზიარის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ, რომელმაც ისაუბრა პროექტის  ფარგლებში ჩატარებული აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ. „ზუგდიდში აქტიურად ვხვდებოდით მოსახლეობას და მათგან ვღებულობდით ინფორმაციებს. მე გამოვითხოვე მერიიდან მერიის სამოქმედო სტრატეგიული გეგმის კონკრეტული ვერსია და ინფორმაცია გამოკვეთილი პრობლემების შესახებ. მოგვიანებით, შევხვდი ქალაქის მერს ბატონ ირაკლი გოგოხიას და დაწვრილებით ვისაუბრეთ ამ პრობლემებზე  და სწორედ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდით სამ პეტიციაზე.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ChlrK6eKjlc[/embedyt]

მოქალაქე როსტომ ზარანდიას თქმით, ქალაქში მთლიანად მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები, როცა ნალექი აღწევს დასაშვებ ნორმას. „მოქალაქეებმა გადავწყვიტეთ, პეტიციის გზით და თვითმართველობასთან თანამშრომლობით, მოგვეგვარებია ეს საკითხი.  სანიაღვრესთან ერთად დიდი პრობლემაა საკანალიზაციო სისტემების არარსებობა. ფეკალური მასები   პირდაპირ ჩაედინება მდინარეში.“

ხათუნა ბეჭვაიას თქმით, გიგა ოთხოზორიას სკვერთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა განცხადებით უკვე მიმართეს მერიას. შეხვედრას არ ესწრებოდნენ მერიის სამსახურის წარმომადგენლები და ამდენად, აღნიშნულ პეტიციებთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ, რომელმაც აღნიშნა, რომ პეტიცია როგორც სამოქალაქო აქტივობის ერთერთი ფორმა, ძალიან მნიშვნელოვანია და სიახლეა ადგილობრივი თვითმართველობისთვის. „რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, სანიაღვრე არხებისთვის ხუთასიდან   რვაასს ათას ლარამდეა გამოყოფილი, ამ პრობლემის გადაჭრა ერთ წელიწადში შეუძლებელია“.

გიგა ოთხოზორიას სკვერთან დაკავშირებით ისაუბრა ქალაქის საკრებულოს წევრმა თენგიზ ქოჩუამ. მისი თქმით, საპრობლემო არ უნდა გახდეს სკვერის მოწყობა.

პროექტი „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმართველობაში“ განხორციელდა რეაბილიტაციისა და განვითარების საქვოლმექმედო ცენტრ „თანაზიარისა“ მიერ  USAID – ის ფინანსური მხარდაჭერით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!