“პატრიოტთა ალიანსის” ბრიფინგზე იმყოფებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ გამგებლობის კანდიდატი გურგენ სართანია, რომელმაც ისაუბრა, წინასაარჩევნო გარემოზე – პლაკატების ჩამოხევაზე და დაშინების ფაქტებზე. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=4fET6z8t0YY[/embedyt]მისი თქმით, ხდება გამგებლების დაბარება და გაფრთხილება, რომ მას არ დაუჭირონ მხარი.
სართანია მთელ პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებს. „ლაშა გოგიას და სხვას არა აქვს უფლება კენჭი იყარონ“ . კითხვაზე, მიმართა თუ არა მან სამართალდამცავ ორგანოებს, სართანია პასუხობს: „ შესაბამისი ორგანოებისთვის არ მიმიმართავს, ყველაფერი იციან და გაარკვიონ, რამდენჯერ თავს დამესხნენ, მივმართე, მაგრამ რა გამოიძიეს ? კახა მიქაიას და საშკა მალაშხიას თავს რომ დაესხნენ გამოიძია ვინმემ? სართანიას თქმით, მმართველი ძალა, რომელიც იყენებს ძალადობას და ძალადობით ებრძვის თავის ოპონენტებს, ის პარტია მარცხდება.