საგამოძიებო სამსახურის მიერ კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე მხილებულ იქნა ორი პირი


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, მხილებულ იქნა ორი პირი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა სამეგრელოს რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე, გასცა ყალბი ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე, ხოლო, მეორე ბრალდებულმა, თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოიჩინა გულგრილობა და არ განახორციელა შესაბამისი კონტროლი ცნობების გაცემაზე.

აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე, 362-ე და 2201-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.”-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!