უხვმა ნალექმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან დილიდან ქალაქისა და სოფლის გზები ინტენსიურად იწმინდება. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროცესს ადგილზე ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ეცნობა. გაწმენდით სამუშაოებში მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილი ტექნიკაა ჩართული. აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

“თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების მხრივ. შეფერხებით მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს თხუთმეტი ყველაზე მწვავე ლოკაცია, ძირითადად მაღალი ზონის სოფლებში, თუმცა დილიდან მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილი ტექნიკა ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში, ამ დროისთვის ძირითადი ლოკაციები გაწმენდილია, აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე გვავქს შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“-თან ერთად ვმუშაობთ რათა შემჭიდროებულ ვადებში აღმოიფხვრას აღნიშნული პრობლემა, ვაგრძელებთ სამუშაოებს და ყველა ლოკაცია იქნება თოვლისგან გაწმენდული“-აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!