ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა


  • ზუგდიდში, გარკვეული მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის ხელმძღვანელმა გენადი ჯიქიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა ტრანსპორტის გადაადგილებას.

გენადი ჯიქია: – “ამ დილით, შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც ძირითადად, ამ წუთებისთვის, უკვე აღდგენილია. ამჟამად, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები. მათ შორის, მაღალი ზონის სოფლებში: ნარაზენში, ჭაქვინჯში, ჭკადუაში და ჯიხაშკარში. აღდგენილი და გაწმენდილია სატრანპორტო გზა ოდიშის ცენტრამდე”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

17 − 3 =

Akismet ანტისპამი