ზუგდიდში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში სამეგრელოში, იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო თევჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევები დაფიქსირდა სენაკის, ზუგდიდისა და ზესტაფონის ქალაქებში, ასევე ხობის, თერჯოლის, სამტრედიის, ვანის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, მდინარეებზე – ჩხოუში, მუნჩია, წყალწითელა, გუბისწყალი, შავწყალა, ტეხურა, ძირულა და ალგეთი.

“ბრაკონიერები თევზჭერისას სხვადასხვა ზომის სახლართი ტიპის ბადეებს იყენებდნენ. სამოყვარულო და სპორტული (არალიცენზირებადი) თევზჭერისას სახლართი ბადის გამოყენება აკრძალულია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ამიტომ გამოვლენილი ფაქტების მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 86 ფაქტია გამოვლენილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 − four =

Akismet ანტისპამი