“მოთხოვნა კუთვნილი ხელფასის მიღებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად საფუძვლიანია”


უხელფასოდ დარჩენილ, ქვაფენილებისა და ფილების დამგებ მუშების მიერ დღეს გამართულ აქციასთან დაკავშირებით, “ზუგდიდელებს” მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ აცნობა:  “ქალაქ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათი პოზიცია ცალსახაა, – რა თქმა უნდა, მუშების მოთხოვნა კუთვნილი ხელფასის მიღებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად საფუძვლიანია და მერიის კონტრაქტორი კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანია ვალდებულია მუშებს შესაბამისი დავალიანება აუნაზღაუროს, რადგან ქალაქ ზუგდიდის მერიამ მომწოდებელს თანხა სრულად აუნაზღაურა. იმედს ვიტოვებთ, რომ პროკურატურა უახლოეს ვადებში გამოიძიებს საკითხს”.

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდში ქვაფენილებზე და ფილებზე მომუშავე ორ მუშასთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართეს პროკურატურასთან, კუთვნილი ანაზღაურების მიღების მოთხოვნით. აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პლაკატები წარწერით: „ეჭვმიტანილები არიან ბიუჯეტის ქურდობაში“, „პროკურატურას სძინავს“, „მოვითხოვთ ჩვენს ნაშრომ ფულს.“ ამასთანავე, მათ ქონდათ მოტანილი ფილები წარწერით: „ოცნება“.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!