“სტარტაპის” მეორე დღე ზუგდიდში


დღეს, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ შეხვედრა მოუწყო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს  და მათ ესაუბრნენ პროექტ „სტარტაპებზე“, რომელიც 17 ივნისიდან მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ამოქმედდა.

„სტარტაპ საქართველოს“ დაწყების მიზანია მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქამდე ფინანსური რესურსის არქონის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ თავიანთი იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაქვემდებარებაშია და ის ორ წელზე მეტია შეიქმნა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სააგენტოს საქმიანობის შესახებ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციზე, დაფინანსების წვდომაზე, საკანომდებლო ბაზაზე და იმ ექვს მიმართულებაზე, რომელზეც სააგენტო მუშაობს. შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ კონკურენტიანობის განვითარებაზე.“ გვაქვსტრენერთა ტრენინგები, იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას შეეძლოს პროფესიონალურ დონეზე საქმიანობა“. ასევე ისაუბრეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტზე,  რომელსაც „საქართველოს ინტერნიზაცია“ ქვია, მათი ინფორმაციით, ძალიან მალე საქართველოს ორი ათასამდე სოფელში იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი დაბალ ფასად.

შეხვედრაზე ნიკა აბაშიძემ ისაუბრა  პროექტ „თითლაინზე“. მისი თქმით, პროექტის დაახლოებით 70%  შესრულებულია,  გამზადებულია აპლიკაცია და ელოდება გაშვებას. პროექტის წამოწყება ბაზარმა უკვე შეაფასა, ჩავატარეთ კვლევა და მომხმარებლის უმეტესმა ნაწილმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით გამოიყენებდა.

“სტარტაპის” პირველი შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში გუშინ ჩატარდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!