როდის გადახურავენ კორცხელის დედათა მონასტერს, უცნობია


კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში ხანძარის გაჩენიდან  თვეზე მეტი დრო გავიდა, როგორც მონასტრის წინამძღვარმა დედა ნანამ „ზუგდიდელებს“ უთხრა, მონასტერში ხანძრის გაჩენა გამოიწვია ძველმა უხარისხო სადენებმა, რის შედეგადაც მთლიანად დაიწვა სხვენი და სახურავი.

მომხადარი ფაქტის გამო, წუხილს გამოთქვამდნენ, სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლები და ისინი აპირებდნენ მონასტრის გადახურვას. ამ თემასთან, დაკავშირებით „ზუგდიდელები“ დაუკავშირდა მონასტრის წინამძღვარს დედა ნანას (სამელია):  “უპირველეს ყოვლისა,  მინდა, ჩემს თანაქალაქელებს მივულოცო პეტრე-პავლობის ბრწყინვალე დღესასწაული, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. რაც შეეხება საკითხს, მონასტრის რეაბილიტაციასთან და გადახურვასთან დაკავშირებით, მე მუდმივად ვუკავშირდები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ადრე გუბერნატორსაც ველაპარაკე. მეუბნებიან, რომ ძალიან მალე მოხდება მონასტრის გადახურვა, მაგრამ კონკრეტულ ვადებს არ ასახელებენ. დღესაც შევეხმიანები მათ და კიდევ ერთელ შევახსენებ ჩვენს პრობლემას.“- განაცხადა დედაომ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!