კანდიდი მაქაცარიას ხსოვნა


  • კანდიდ მაქაცარია ძირძველი ახალსოფლელი იყო. ის დაიბადა ახალსოფელში და მთელი ცხოვრება ამ სოფელში გაატარა. მუშაობდა კოლმეურნეობის ავტოპარკში ტრაქტორისტად. ახალსოფლელები, ახლაც დიდი სიყვარულით იხსენებენ მას და იმ ადგილს, სადაც ის თანასოფლელებს ხვდებოდა. ის სიცოცხლეშივე იყო დაფასებული, რადგან წლების მანძილზე, მაღალი ოსტატობით აკეთებდა თავის საქმეს.

კანდიდ მაქაცარია იყო ძალიან თავმდაბალი პიროვნება, კარგი მეუღლე, კარგი მამა, კარგი ბაბუა და შვილთაშვილებისთვის საყვარელი დიდი ბაბუა. ამ ყველაფერთან ერთად, იყო კარგი მეზობელიც და არაჩვეულებრივი მასპინძელიც. მართალია, 86 წლის ასაკში აღესრულა, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ეცხოვრა ბედნიერად თავის ოდაბადეში, რომ არა ერთადერთი ქალიშვილის ნატოს სიკვდილი, რომელმაც 5 წელია გული დარდით აუვსო.

უსაყვარლესი შვილები, შვილისშვილები, შვილიშვილისშვილები არასდროს დაივიწყებენ საყვარელ ადამიანს, მოინახულებენ მას იმ წმინდა ადგილზე, სადაც განისვენებს, დაუნთებენ სანთლებს, მოიგონებენ და მოეფერებიან. მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური სოფლის მიწა.

ახლობლების სახელით


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

sixteen + 10 =

Akismet ანტისპამი