- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სხვადასხვა ლოკაციაზე ყინვაგამძლე, ბალახოვანი მცენარეებით ყვავილნარები განახლდა.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დეკორატიული კუთხეები სამფერა იებით ( ვიოლა) და ზიზილოებით (მარგარიტკა) მოეწყო.
ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები და დუალური საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დარგვაში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას.