- ირაკლი ჯღარკავას ეზოში, ახალსოფელში, გიგანტური, 600 კგ-მდე წონის კვახი იზრდება (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
“თესლი კანადიდან გამოვიწერე. აპრილის ბოლოს დავთესე, მაისში ამოვიდა, ერთი თვე შენობაში გადავიტანე – ხელოვნური განათების ქვეშ. შემდეგ გადავრგე ღია გრუნტში და მას შემდეგ იზრდება და იზრდება. “ზუგდიდობაზე” დავჭრით და ყველას გაგასინჯებთ…” -ამბობს “ზუგდიდელებთან” ირაკლი ჯღარკავა