ახალსოფლელების “შურა მამიდა”


  • გარდაიცვალა ახალსოფლის ღვაწლმოსილი და საპატიო პიროვნება, წლების მანძილზე სოფლის ბიბლიოთეკის გამგე შურა როგავა. მას დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის მოსახლეობის წიგნიერებაში.

მე როგორ არ უნდა მოგეფერო, არ მაქვს უფლება შენს უკანასკნელ გზაზე ჩემი მადლიერების გრძნობა არ გამოგიხატო.

მე სრულიად ახალგაზრდამ შევაღე კულტურის სახლის კარი, ჩემი პირველი ნაბიჯი შენ დამილოცე, მის მერე სულ ერთად ვემსახურებოდით სოფელს… სულ ერთად ვაკეთებდით სოფლის ღონისძიებებს. სრულიად გამოუცდელი ვიყავი. ბევრი რჩევა- დარიგება მქონია შენგან.

ყველა ძმისშვილის, თუ ძმისშვილიშვილის, და არა მარტო მათი, გამზრდელი იყავი. შენი დიდი მიზანი იყო სიკეთის კეთება. წლების მანძილზე, საკოლმეურნეო ბიბლიოთეკის გამგე იყავი, დადიოდი ჩუმად. უხმაუროდ, უპრეტენზიოდ. ემსახურებოდი სტუდენტებს, ზოგადად წიგნისმოყვარულებს. კარგად მახსოვს, არეულობის პერიოდში, როცა მგზავრობა ჭირდა, ერთ – ერთ სტუდენტს, ქალაქიდან ჩამოუტანე საჭირო წიგნი,-დილით ფეხით წახვედი და საღამოს ფეხით დაბრუნდი სოფელში.

დიდი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება იყავი. მთელ სოფელს უყვარდი. 95- წელი იცხოვრე ძალიან მშვიდად, ისე რომ შენიანების შეცნობა არ გაგძნელებია.

“შურა მამიდას” გეძახდი და მგონი, ასე გეძახდა მთელი სოფელიც. ასე დაგიმახსოვრებთ.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული.

ახალსოფლელების სახელით როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!