სიუზა კოლიას ასული ქებურიას ხსოვნა


  • სიუზა კოლიას ასული ქებურია, 1946 წელის 13 მარტს ახალსოფელში დაიბადა. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა, ჩაირიცხა თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში, შემდეგ კი, აგრონომის პროფესიით მუშაობა დაიწყო ზუგდიდის საგრენაჟო ქარხანაში. იყო პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე. 1980 წელს, დაუღალავი შრომისთვის დაჯილდოვდა უმაღლესი ხარისხის ორდენით.

დიდია ქალბატონი სიუზას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, არამარტო ოჯახისთვის და ნათესავებისთვის, არამედ მთელი მეზობლებისათვის და მეგობრებისათვის. ქალბატონი სიუზას, უხმაუროდ, უშფოთველად განვლილი წუთისოფელი ლამაზ ფერებად შეერწყო მარადისობას. მისი სახით დაიკარგა საყვარელი ადამიანი, გულისხმიერი, სათნო პიროვნება, რომელიც ალალი და გულწრფელი ცრემლებით დაიტირეს მისმა გაზრდილმა დისშვილებმა და დის შვილიშვილებმა. ის ხომ მათ გაზრდაში გულს დებდა, სიყვარულს თესავდა. საზღვარი არ ჰქონდა მის სიხარულს, როცა მისი უფროსი დისშვილი მაკა გაბედნიერდა. იმ დღეს გრძნობდა, რომ მისი მისია, როგორც ერთგულმა დეიდამ სანიმუშოდ შეასრულა.

ალიკას და მაკას ბედნიერებამ სიცოცხლე გაუხანგრძლივა, სამწუხაროდ, მასზე მზრუნველი ირაკლის პირად ბედნიერებას ვერ მოესწრო, რომელმაც სიცოცხლე გაუხანგრძლივა საყვარელ და მზრუნველ დასთან ერთად. ვერასდროს გადაიხდიან ამ გაწეულ ამაგს და მზრუნველობას.

ქალბატონი სიუზას ბოლო დღეს ბევრი იყო ლამაზი დღეების მოგონება, მადლიერი სიტყვები, სინანული და გულისტკივილი მისი ამ ქვეყნიდან წასვლის გამო. უფალს ებარებოდეს ადამიანი, რომელიც სიკეთის ქმნისთვის მოევლინა ამ ქვეყანას.

ახლობლები


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!