- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწვევს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის), ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის, ხელოვნებისა და მუსიკის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სავალდებულო მოთხოვნებია:
მასწავლებლობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით; აკადემიური უმაღლესი განათლება შესაბამის საგანში/ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word; Excel; PowerPoint) ფლობა.
„უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც ექნება:
ზოგადი წარმოდგენა ცენტრალიზებული შეფასების სისტემის შესახებ;
მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც გავლილი აქვს ტესტური დავალებების შექმნის ტრენინგი.
კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია, რომ 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა №9) ან ელექტრონული ფოსტით administratsia@naec.ge წარმოადგინოს:
ავტობიოგრაფია (CV);
სამუშაო გამოცდილებისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
სამოტივაციო წერილი (წერილი ჩამოყალიბებული უნდა იყოს ლაკონიურად, არაუმეტეს ნახევარი გვერდისა);
კანდიდატი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და საგნის/საგნების დასახელება, რომლის შესარჩევ კონკურსშიც სურს მონაწილეობის მიღება.
პირველი ეტაპის (დოკუმენტების გადამოწმების) შემდეგ შერჩეული პირები მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ცენტრსა და კანდიდატს შორის გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება“,-აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.