თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.

იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება.

დევნილები და ეკომიგრანტები 3000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 200-მდე პირი დაფინანსდება.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში  30 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ:

•    თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
•    გორი, სამების ქ. N1;
•    რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
•    ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
•    ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!