“ახალმა” ბრიფინგი გამართა


  • დღეს, ფრაქცია “ახალმა” ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა. ფრაქციის თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარალიზებაზე და ანაკლია-განმუხურში ტურისტული სეზონის ჩავარდნის საფრთხეზე ისაუბრა.

მაია კალანდია: -“მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ვერ განახორციელა თავისი საწადელი და ვერ დაშალა ზუგდიდის საკრებულო, ვერ გადააყენა ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული თანამდებობის პირები, დღეს, უკვე 21-ედ არ გამოცხადდნენ საკრებულოს სხდომაზე. ფაქტიურად, ჩაშლილია წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა. მერია, წესით, ვერ განახორციელებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად. დღეს, ჩვენ ვიმყოფებთ ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე, სადაც ფაქტიურად, ჩავარდნილი არის საკურორტო სეზონი… აუქციონი ვერ გამოცხადდება, ბიზნესსწარმოება ვერ დაიწყება. შესაბამისად, ყველა სერვისი, რომელიც საკურორტო სეზონზე დამსვენებელს უნდა მიეწოდოს, ვერ მიეწოდება…” “…ჩვენ მოვუწოდებთ, “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებს, გამოვიდნენ და პასუხი გასცენ თავიანთ ამომრჩევლებს. საკრებულოს სხდომები, ორ თვეზე მეტია, არ მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი ღებულობს ანაზღაურებას”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!