- დღეს, ბათუმში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გრანდიოზულად გაიხსნება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე ზუგდიდელ სპორტსმენებს, ზუგდიდის მერის მოადგილეებმა მერიაში უმასპინძლეს და ფესტივალზე წარმატებები უსურვეს.
ზუგდიდს ოლიმპიურ ფესტივალზე 40 სპორტსმენი სპორტის 13 სახეობაში წარადგენს.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით სპორტის 17 სახეობაში ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონი იღებს მონაწილეობას.
პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
