ანაკლია-განმუხურში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა


  • ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

მათ შორის, მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი ფერების ფესტივალი, დრამერების მსვლელობა.

სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს აკვაპარკმა “ანაკლიამ” უფასო აბონიმენტი გადასცა.

ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის  სახელმწიფო  რწმუნებული გიორგი გუგუჩია,  ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან გრეტა წიწავასთან და პარტია ” ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ჩართულობისთვის და  როგორც ადგილობრივ ვიზიტორებს, ასევე ტურისტებს მოუწოდეს,  გაატარონ  საზაფხულო სეზონი ანაკლია-განმუხურში.

ღონისძიებები  ჯგუფი „რეგიონის“ გალა კონცერტით  და  ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

მხარდამჭერები:

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო
აკვაპარკი ანაკლია
შპს “Anaklia-Ganmukhuri Resort”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

11 + nine =

Akismet ანტისპამი