საკრებულოში ფრაქცია “ახალი” დარეგისტრირდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელი შეიცვალა და მისი სახელწოდებაა „ახალი“.

დღეს, საკრებულოს სხდომაზე დაგეგმილი იყო ფრაქცია “ახლის” ცნობად მიღება, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით, “ახალის” წევრმა, მაია კალანდიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

“დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა უნდა გამართულიყო. სხდომაზე, ფრაქცია ,,ახალი” პირველად წარსდგებოდა საკრებულოს წინაშე. “ქართული ოცნებიდან” 20 დეპუტატი და ენმ-დან 8 დეპუტატი, ,,შემთხვევით” არ დაესწრო სხდომას.

პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ზაზა გოროზიას და ირაკლი გოგოხიას საერთო ინტერესები ბიზნესში, ახალი ამბავი არაა, ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან მოდის. გონივრული ეჭვი მაქვს, მმართველობის კრიზისი შექმნან ოპოზიციურ საკრებულოში, ნაცებმა და ქოცებმა ერთად!)))

დაგვემუქრნენ კიდევაც და ასრულებენ!

ახალი – ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ ბრძოლას და გპირდებით, რომ მსგავსი შეთანხმებებისა და რუსული მმართველობისაგან გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას!”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!