საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქის მერს მიმართავს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო 21-ედ ჩაიშალა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას, წერილით მიმართა.

“მოგიწოდებთ, როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენ მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე. უზრუნველყოთ,საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრების დასწრება. შეწყვიტოთ საკრებულოს საბოტაჟი, რაც საფრთხეს უქმნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში როგორც მერიის, ასევე საკრებულოს ფუნქციონირებას და მოქალაქეების ინტერესებს.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two + 13 =

Akismet ანტისპამი