დღეს, რაიონულ სასამართლოში, საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” ადმინისტრაციამ გააპროტესტა მოსამართლის გადაწყვეტილება მოქალაქე ამბაკო ქობალიას მიმართ, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა ერთი წლითა და ექვსი თვით. ამბაკო ქობალია გახლავთ საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” თანამშრომელი.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=3r5hCWoMisk[/embedyt]
კლუბ “ზუგდიდის” დირექტორის გელა ინალიშვილის თქმით, “90 – იან წლებში, არეულობის დროს, ამ ადამიანს მოუკლეს ძმა, მის მერე ის პიროვნება არ იყო დასჯილი, . ქალაქში შემთხვევით ნახა ეს პიროვნება და დაუმტვრია მანქანის შუშა და ამ შუშის დამტვერვაზე ადამიანს მიუსაჯეს წელიწადი და ექვსი თვე, ეს პიროვნება მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას”. უსამართლობაა, ინალიშვილის თქმით, კაცის მკვლელებს, წამლის გამყიდველებს და ვიღაც ვიღაცეებს გირაოთი უშვებენ და საპროცესოს უფარდებენ. ეს ადამიანი კი, დღეს უსამართლოd გადაიყვანეს ციხეში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, კანონის ფარგლებში, ეს ადამიანი გარეთ რომ გამოვიდეს და ისევ გააგრძელოს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთება. აქციაზე იმყოფებოდნენ მსჯავრდებულის ახლობლები და ოჯახის წევრები.