“საუნჯე” დევნილთა პრობლემებისათვის


დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა არასამთავრობო ორგანიზაციის “საუნჯე” მხარდაჭერით, საგანგებო ბრიფინგი გამართეს წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. დევნილები ამბობენ, რომ დასახლებაში თვეზე მეტია  სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და ითხოვენ დევნილთა და განსახლების მინისტრისგან დახმარებას. გარდა წყლის პრობლემისა, დევნილები ამბობენ, რომ ჩასახლებაში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პრობლემაა, კედლები გაბზარულია და ბათქაში ცვივა. დევნილები ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემებით რამდენჯერმე მიმართეს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, მაგრამ დღესაც მოუგვარებელია ეს საკითხები.
დევნილი მიმოზა ფარცვანია ამბობს, რომ “ჩასახლებაში, ყოველდღიურად, ახალი პრობლემები ჩნდება, სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული, სარდაფები წყლით სავსეა და არ შეისვლება. ეს არის 21 საუკუნის ცხოვრება?”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=iElS8DQfd6A[/embedyt] დევნილი მანანა გვაძბაია ამბობს, რომ მათთან იყვნენ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილეები, რომლებსაც გააცნეს აღნიშნული პრობლემები და დახმარებას დაპირდნენ. ,,გვითხრეს, პრობლემებს მოგიგვარებთო, მაგრამ უშედეგოდ. სარემონტო სამუშაოები დაწყებულიც არ არის, ვითხოვთ მინისტრმა ყურადღება მოგვაქციოს, ჩვენთან მერიას მოაქვს სასმელი წყალი და ამით ვართ. ბატონი მანუჩარი ჩვენთან იყო, 15 დღე ითხოვა,პრობლემის მოსაგვარებლად, ეს ვადა ამოიწურა და ჯერჯერობით, ვერანაირ შედეგს ვერ ვხედავთ.”
სამეგრელო ზემო -სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით: “წყლის მონაცემები გაგზავნილია ლევან სამხარაულის ექსპერტიზაზე შესამოწმებლად, როცა დაიდება დასკვნა , თუ რამ გამოიწვია წყლის დაბინძურება, ასევე ვარგისიანია თუ არა სასმელად წყალი, ამის შემდეგ, სამშენებლო კომპანია “დაგის” ვალდებულება აღებული აქვს , რომ გამოასწოროს არსებული ხარვეზები. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ველოდებით სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნის დადებას და ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები.რაც შეეხება, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, დღესაც მინდინარეობს აღნიშნული ხარვეზების გამოსწორება”.[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!