გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია


დღეს, საპროტესტო აქცია გამართეს გარემოვაჭრეებმა, რომლებსაც დილით, სამუშაო ადგილებზე, დახლები არ დახვდათ. მოგვიანებით, 40-მდე ქალბატონმა აქცია მერიასთან განაახლა, ისინი ითხოვენ გარევაჭრობის ნებართვას. ასევე მოითხოვეს ქალაქის მერთან შეხვედრა. გარემოვაჭრეებს ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ნუკრი ესართია შეხვდა. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ ყოველდღიური სესხები აქვთ შესატანი, აქ მუშაობით ოჯახებს არჩენენ და არ აპირებენ ადგილიდან წასვლას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=tEidt9gBJ4U[/embedyt]
გარემოვაჭრე ზაირა ჭაავა ამბობს, რომ ის შეხვდა მეორე მხარეს და ისაუბრეს პრობლემაზე. “სამუშაო დახლები აიღეს და გადაყარეს, ხელისუფლებამ მოგვცეს მუშაობის საშუალება ერთ მეტრზე მაინც”

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Ux-mOJ407go[/embedyt]
ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნუკრი ესართიამ მედიასთან აღნიშნა, რომ “გარევაჭრობა კანონით აკრძალულია, მათ სადღესასწაულო დღეებში დავრთეთ ნება ემუშავათ დროებით, რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, ეს ქალბატონები არიან ბაზრის ტერიტორიებიდან გადმოსულები, რაც ქალაქის იერსახისთვისაც არ არის ლამაზი”.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=OpExDmgy1FM[/embedyt]

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ არ აპირებენ სამუშაო ადგილებიდან წასვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აპირებენ საპროტესტო აქციების განახლებას და გზის გადაკეტვას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!