14 ნოემბრიდან, ზუგდიდში დევნილთა ბინებზე განაცხადების მიღება იწყება


  • 14 ნოემბრიდან, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინის მიღება სურს.

“თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც დედაქალაქში, 2013 წლის 1 ივნისამდე, არიან რეგისტრირებულები.

ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

განაცხადები, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, 2024 წლის 1 თებერვლამდე მიიღება.

დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, 2023-2025 წლებში, საცხოვრებლით 13 000-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარს შეადგენს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!