საცხენოსნო შეჯიბრი “ზუგდიდის თასი-2023” გაიმართა


  • ზუგდიდში, სოფელ ოირემეში საცხენოსნო შეჯიბრი ,,ზუგდიდის თასი-2023” გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცხენოსნობის შვიდ ეროვნულ სახეობაში შეჯიბრში მონაწილეობას საცხენოსნო კლუბები მთელი საქართველოდან იღებდნენ. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

დოღი სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ისახავს მიზნად.
ღონისძიების ორგანიზატორია საცხენოსნო კლუბი ,,ხარება”.

შეჯიბრი გაიმართა: საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით.

“ზუგდიდის თასი -2023” სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მათ შორის, უხუცესი მონაწილე , 73 წლის ოთარ ჯაფარიძე, (საცხენოსნო კლუბი “ხარება) , რომელიც პირველი ადგილის მფლობელი გახდა ნომინაციაში “დოღი-დაბრკოლებათა გადალახვა”.

ოირემეში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!