- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანებაში შემავალი საგუნდო-სამუსიკო სკოლის უმცროსკლასელთა აკადემიური გუნდი, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა.
კონკურსი 2023 წელს საქართველოს საგუნდო საზოგადოების ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მეშვიდედ გაიმართა.
გუნდმა რამდენიმე ნომინაციაში სპეციალური სიგელები და ოქროს მედლები დაიმსახურა. სიგელი ასევე , საგუნდო მოძრაობის ხელშეწყობისა და პროპაგანდისთვის გადაეცა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დირექტორს ნათია ფიფიას.