საბა ლემონჯავას მუსიკალური წარმატებები


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების N1 სამუსიკო სკოლის საორკესტრო მიმართულების (ფლეიტა) მოსწავლემ საბა ლემონჯავამ ვალერიან შიუკაშვილის სტიპენდია მოიპოვა სენაკის არტ-ფესტივალზე. საბა მეორე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.

საბა ლემონჯავა: -შვიდი წელია N1 სამუსიკო სკოლაში ვსწავლობ ფლეიტაზე დაკვრას. მოვიპოვე გრანპრი საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე “იპოვე შენი ვარსკვლავი”. ახლა მეორედ გავხდი ვალერიან შიუკაშვილის სტიპედიანტი და ლაურეანტი, ამის გარდა, სხვა მრავალი წარმატება მაქვს მოპოვებული. მახსოვს, როცა პირველად მსმენელთან შესახვედრად ვემზადებოდი, ძალიან ვნერვიულობდი. ეს ნერვიულობა დღემდე მომყვება. მსმენელთან შეხვედრა, ხომ დიდი პასუხისმგებლობაა.

-ვინ არის შენი პედაგოგი?

-ჩემი პედაგოგი გახლავთ ბატონი თენგიზ გვენეტაძე, რომელიც ქუთაისიდანაა მოწვეული. ბატონ თენგიზს ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. კონცერტმაისტერი გახლავთ ქალბატონი ინგა ნარსია. ჩემს დაოსტატებაში დიდი წვლილი მიუძღვის საორკესტრო მიმართულების მთავარ სპეციალისტს (კონცერტმაისტერს) ქალბატონ იზოლდა ხარგელიას. მოსწავლეებს პედაგოგებთან თბილი ურთიერთობა გვაქვს.

-ფლეიტაზე ვისთან ერთად დაუკრავდი?

-სიამოვნებით დავუკრავდი ჩემს პედაგოგთან, ბატონ თენგიზ გვენეტაძესთან.

-რას გრძნობ მაყურებლისგან...

-ემოციებს და დადებით მუხტს, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.

–სკოლა როგორ შეხვდა შენს წარმატებას…

-სკოლა და კლასელები ჩემი წარმატების გამზიარებლები არიან. კლასელები ხშირად ესწრებიან ჩემს კონცერტებს და ამით უფრო მაძლიერებენ.

-შენი გულშემატკივარი..

-ჩემი გულშემატკივარი გახლავთ ოჯახი. ისინი ჩემს ნებისმიერ წამოწყებულ საქმეს დადებითად ეკიდებიან.

-შენი ჰობი…

-სპორტი მიყვარს. ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ. ძიუდოზე დავდივარ.

–რა არის წარმატება შენთვის?

-წარმატებაა, როცა დასახულ მიზანს მიაღწევ და შენს ქვეყანას ასახელებ.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!