10-დან 10 წარმატებული გამოცდა – დიმიტრი ქარჩავა რეზიდენტურას ავსტრიაში გააგრძელებს


  • დიმიტრი ქარჩავა ავსტრიაში დიპლომის აღიარების პროცესს წარმატებით გადის. გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ის სწავლის გაგრძელებას ავსტრიის რეზიდენტურაში გეგმავს.

დიმიტრი ქარჩავა: „ამ ეტაპზე საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ავსტრიაში აღიარების პროცესს გავივლი. ერთი თვის წინ 10 კლინიკურ საგანში გამოცდა მქონდა, რომლის შედეგებიც დღეს გახდა ცნობილი – ათივე საგანი წარმატებით ჩავაბარე. ამ შედეგების საფუძველზე შევძლებ პოსტდიპლომური სამედიცინო განათლების მიღებას (რეზიდენტურას) და სწავლის ავსტრიაში გაგრძელებას. მადლობას ვუხდი ყველას: ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve + 4 =

Akismet ანტისპამი