მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ (უმეტესად შიდა ქართლში, ასევე მთიან რეგიონებში) რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერად ძლიერი ქარი.

თბილისში 23 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 24-25 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 ოქტომბერს უნალექოდ, შემდგომში 24-25 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 23 ოქტომბერს დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 24-25 ოქტომბერს +23, +25 გრადუსი, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 ოქტომბერს უნალექოდ, 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 23 ოქტომბერს დღისით +26, +28 გრადუსი, ხოლო 24-25 ოქტომბერს +22,+24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 23 ოქტომბერს უნალექოდ, 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 23 ოქტომბერს დღისით +25, +27 , ხოლო 24 -25 ოქტომბერს +19, +21გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 23 ოქტომბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 24-25 ოქტომბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა 23 ოქტომბერს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 24-25 ოქტომბერს +14+16 გრადუსი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!