ლევან კუტალია: რატომ არ შეიძლება გამომიძახონ თუნდაც ამხანაგურ მატჩში?


  • სომხური “ალაშკერტის” ზუგდიდელი ფორვარდი ლევან კუტალია, საქართველოს ნაკრების ოქტომბრის მატჩების სიას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

“გამარჯობათ, მეგობრებო! მინდა გამოვეხმაურო სანაკრებო სიას, გულდაწყვეტილი ვარ ისევ. ამდენი წელია ველოდები, რომ ვიღაც, სადღაც დაინახავს, თუ რამდენ შრომასა და მონდომებას ვდებ, არ ვჩერდები ვთამაშობ გამაქვს გოლები სხვადასვა ჩემპიონატებში, რომ აი, ერთ დღეს, ვიღაც შემომხედავს და დააფასებს ჩემს შრომას, მაგრამ უშედეგოდ. კვლავ უყურადღებობა, იგნორირება. რისთვის გინდა ფეხბურთელს კარიერა? – იმისთვის, რომ ერთხელ მაინც, შენი ქვეყნის მაისური ჩაიცვა. ეს სიამაყეა, როდესაც შენი ქვეყნისთვის უნდა გაისარჯო. მაგრამ ისევ იგნორი. დრო გარბის და მეც მაქვს ძალიან სამართლიანი კითხვა – რატომ არ შეიძლება გამომიძახონ თუნდაც ამხანაგურ მატჩში? ვფიქრობ, რომ უსამართლოა ეს დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ჩემს მიმართ, რასაც აკეთებენ. არცერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, ხშირად მესმის სანიოლისგან, რომ ის ვიღაცეებს აკვირდება, რომ თუ მოუმატებენ, არ გამორიცხავს მათ კანდიდატურას და მე? იცის ჩემი არსებობის შესახებ? ვიცი, რომ მედიამ ბევრჯერ დაუსვა კითხვა ჩემს შესახებაც, მაგრამ ბოლოს უთქვამს, გამოუძახებელ ფეხბურთელებზე კომენტარს არ გავაკეთებო! რატომ? მაქვს კითხვა – რატომ არ დაიმსახურა ლევან კუტალიამ, თუნდაც ერთხელ, სიაში მოხვედრა????!!  პ.ს. მინდა წარმატებები ვუსურვო ბიჭებს ამ თამაშებში.”-წერს კუტალია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!