- პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სახელმწიფო 20 000 ლარით დაეხმარება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
“32 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.