- სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა, ცენტრის წარმომადგენლებთან და მშობლებთან ერთად საზაფხულო აქტივობებით გასული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეაჯამეს და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
მოეწყო საბავშვო ბაღების გამოსაშვები ჯგუფების საზეიმო გაცილება.
საზაფხულო აქტივობები გამოირჩეოდა სხვადასხვა სახის მრავალფეროვანი, თემატური ღონისძიებებითა და მშობლების აქტიური ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ საზღვრისპირა სოფელ ხურჩას საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, ორგანიზაცია “კეთილი სამარიტელის” წარმომადგენლებმა, საჩუქრები გადასცეს.
ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: “ზაფხულო აქტივობებით შევაჯამეთ მიმდინარე სასწავლო სააღმზრდელო პერიოდი და 919 აღსაზრდელი გავაცილეთ ცხოვრების მომდევნო, მნიშვნელოვანი საფეხურისკენ. წარმატებები მინდა ვუსურვო ყოველ მათგანს და განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო აღმზრდელ-მასწავლებლების მისამართით მათი დაუღალავი მუშაობისა და ბავშვებისადმი სიყვარულის გამო”.