- ცაიშში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ახალი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროს თემურ ჯიქიასთან ერთად გაეცნო.
გოგებაშვილის ქუჩაზე იგება ბეტონის საფარი, გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე არხები.
პროექტის ღირებულება 292 840 ლარია და ის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული გზა არასდროს ყოფილა რეაბილიტირებული.
ცნობისთვის, ცაიშში, მეუნარგიას ქუჩაზე, ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.