- აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საცხოვრისის ბაზაზე არსებული ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა და მომსახურე პერსონალმა ქალაქის ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ გაიტანეს მათ მიერ, შექმნილი ხელთნაკეთი ნივთები და ჯეჯილი.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიება ისევ გაიმართება 11 აპრილს, 11:00 საათზე, ზუგდიდის სამხატვრო გალერეის წინ.