2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა


  • 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა ივანე ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრის ზუგდიდის ფილიალის ბავშვებს უმასპინძლა და მათი ნახატებისა და გამოძერწილი ნივთების გამოფენა მოაწყო.

️ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ხოლო ბავშვთა გასართობმა ცენტრმა „ბიგ- დეიმ“ და მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლემ, გასართობი პროგრამა წარუდგინა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × one =

Akismet ანტისპამი