- ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
წაქცეულია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, დილიდან აქტიურადაა ჩართული მერიის ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი” და მერიის შესაბამისი სამსახურები.
მერიაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.
არსებულ ვითარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მაიზერ ნანავა და ბესიკ ჭეჟია ადგილზე ეცნობიან.