გიორგი გუგუჩია: საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები


  • სამეგრელოს რეგიონში მეორე დღეა ძლიერი ქარია. ზუგდიდში და მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე განმარტებას აკეთებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.

“მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ქარმა პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, დააზიანა ელექტრო სადენები. თუმცა მუნიციპალური სამსახურების მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი, წაქცეული ხეებისგან გაიწმინდა გზის სავალი ნაწილები – საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ “ენერგო პროს” წარმომადგენლები, მოხდა დამატებითი ჯგუფების ჩამოყვანა დასავლეთ საქართველოდან, თუმცა სამუშაოებს აფერხებს ძლიერი ქარი, რის გამოც თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში სოფლების ნაწილს ელექტრო ენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. ამოქმედებულია ცხელი ხაზები. პარალელურ რეჟიმში მუშაობენ ზარალის დამთვლელი კომისიები”.-განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

12 საათზე სახელმწიფო რწმუნებული იმ მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდება, სადაც სტიქია მძინვარებს და არსებულ ვითარებასა და საპრევენციო სამუშაოებზე იმსჯელებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!