- ევროპული მემკვიდრეობის დღეებთან დაკავშირებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ანსამბლში შემავალ, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა გამოფენა “ევროპული მემკვიდრეობა დადიანებში“.
გამოფენაზე წარმოდგენილია ფრანგი, იტალიელი და ქართველი მხატვრების მიერ მე-19, მე-20 საუკუნეებში შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფერწერული, გრაფიკული და გრავიურის საუკეთესო ნამუშევრები.
გამოფენა გაგრძელდება 28 ნოემბრამდე.