დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება


  • ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდება: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები, ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი, ორსულები, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები, ექიმები, ექიმი-რეზიდენტები, ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები), საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები, ბებიაქალები, სტომატოლოგები, სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან, სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან, ფრინველებთან მომუშავე პერსონალი, მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები, მონადირეები, ვეტერინარები, ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, პატიმრობის დაწესებულება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულება.

დასახელებულ რისკის ჯგუფებს, შეუძლიათ, მიმართონ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!