„ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2022 – ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს


  • ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2022 ახალგაზრდებისთვის“, რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიმართა.

პრემია 2022 “ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო ახალგაზრდებისთვის“ ორი გამარჯვებული ჰყავს, ელენიკო ბენდელიანი და ნათია ჭანკვეტაძე.

პრემიაზე 14 კანდიდატი იყო ნომინირებული, მათ შორის უცხოელებიც: მალვინა კოტუა, ელიკო ბენდელიანი, ნათია ჭანკვეტაძე, გიორგი არზიანი, ირაკლი შამათავა, მარიამ ნარმანია, დავით ესართია, ირინა კვანტალიანი, ტომ ვიზელი, ნიცან მენაგემი, ქსენია ჟვალეუსკაია, ანტონ სტაროვიეროვი, ლუსინე ქოსაკიან და ოლეჰ რაიდა.

გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.

ნიკოსეულ სასახლეში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, ეუთოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა, მამუკა წოწერიამ, წელსაც ტრადიციულად, ნომინანტებს შორის მერიის რჩეული გამოავლინა და ის ირინა კვანტალიანი გახდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!