- უკრიანული მედიის ინფორაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ ავტომობილი, რომელშიც პრეზიდენტი იჯდა, კერძო ავტომობილს შეეჯახა.
„პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, მას სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება.