ზუგდიდის მე-12 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებული ხვდება


  • ახალ სასწავლო წელს ზუგდიდის მე-12 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებული ხვდება. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

მე-12 სკოლა – 140 ბავშვზეა გათვლილი. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყლის და წყალარინების სისტემები.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად მიულოცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!