- პროექტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.
პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტისა და ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარიკა ხასია და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ჯიქია შეხვდნენ.
აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს ხუთ ქალაქში( ჩოხატაური, გორი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი) მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და მზის ფოტოელექტრული სისტემების დანერგვა მუნიციპალური ეკონომიკის დონეზე.
მერმა პოლონელებს პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დაისახება ეფექტური ღონისძიებები პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
პროექტი ფოკუსირებულია საქართველოს ხუთ ქალაქში – ჩოხატაურში, გორში, ქუთაისში, ფოთში და ზუგდიდში PV ინვესტიციების განხორციელების საპროექტო ფაზის მხარდაჭერაზე. ღონისძიებების მიზანია საზოგადოებრივ შენობებზე (ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე) განლაგებული PV ინვესტიციების 12 ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თემების ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებას. აგრეთვე შემუშავდება საქართველოს თემებზე მორგებული დაფინანსების ინოვაციური მექანიზმები (მაგ. მცირე პროექტების გაერთიანება “ბანკებისთვის მისაღებ” საინვესტიციო პაკეტებში).