- დიდგორობას, რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ორგანიზებით, დაიწყო ეთნოგრაფ იოსებ შენგელიას გაკვეთილები ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ჩატარდა საჯარო ლექცია საბრძოლო ხელოვნებასა და უძველეს თამაშობებზე.
წიგნის მოყვარული ახალგაზრდების ჯგუფ B612-ის წევრებმა წარმოადგინეს დღესდღეობით დავიწყებული სამეგრელოში გავრცელებული უძველესი ხალხური თამაშობები: ციხობანა, ქუდობაია, შინკობაია, დროშობაია, ჭუკობაია და რიკი დო ლამფა.
ჩატარდა შეჯიბრი მშვილდის სროლაში.
რუხის ციხის მიმდებარე მდინარეზე ეთნოგრაფმა იოსებ შენგელიამ ახალგაზრდებს უჩვენა კიბორჩხალის ხელით ჭერის ოსტატობა.