უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში პეტრე ოცხელის გამოფენა გაიხსნა


  • დღეს, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, დიდი ქართველი მხატვრის, პეტრე ოცხელის გრანდიოზული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის 115 წლის იუბილეს მიეძღვნა.

დადიანების სასახლე მასპინძლობს პეტრე ოცხელის 100-ზე მეტ ნამუშევარს საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმიდან. ასევე შედგა კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც ამ გამოფენას მიეძღვნა.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

გამოფენა 12 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 − 1 =

Akismet ანტისპამი